|
2022-11-30 15:48:40, 996 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერული ტენდენციების საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ორგანიზებით ჩატარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კონფერენციის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სექტორების გენდერულ ჭრილში განხილვა და ხელშეწყობა წარმოადგენდა. ღონისძიებაზე, მხარეებმა, ისაუბრეს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და შშმ პირთა ჯანდაცვის გენდერულ ასპექტებს შესახებ. ასევე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისა და მათთვის შრომის ბაზრის ხელმისაწვდომობის საკითხები. აღნიშნულ საკითხებზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა თამარ გაბუნიამ და თამილა ბარკალაიამ ისაუბრეს. კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ: სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)