|
2022-11-30 14:05:13, 1085 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გამოვაცხადოთ მორატორიუმი - როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როცა უკრაინაში ომია
გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში ომია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ადამიანები ამ დონეზე კომიკურები არიან, რომ „მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ“. „მე გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მაგალითად მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ანუ ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ და აქაც, მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ მშვიდობა აღიზიანებთ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ, რომ ისინი არიან ომის პარტია. მათ ქონდათ და აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ. ისინი ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში. აქედან გამომდინარე ისინი ებრძვიან არა სლოგანს და წარწერას, არამედ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. რათქმა უნდა ამ მიზნის მიღწევას ვერ ეღირსებიან, საქართველოში იქნება მშვიდობა და თბილისი იქნება მშვიდობის ქალაქი, ესაა ის სურვილი რაც თითოეულ ჩვენგანს აქვს.“- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ. მისი თქმით, საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი და მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა მიისწრაფვის.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)