|
2022-11-30 11:55:31, 1425 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გაშენდა
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მეწარმემ ბექა ნახუცრიშვილმა ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 750 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 150 000 ლარს შეადგენს. ბექა ნახუცრიშვილს ახმეტაში ვენახებთან ერთად სასტუმრო, რესტორანი და მარანი აქვს მოწყობილი. ტურისტებს მის მიერ დაწურული საფერავის, რქაწითელის, მწვანის და ქისის დაგემოვნება ადგილზე შეუძლიათ. მეწარმე ქვევრის ღვინოს აწარმოებს და მას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა სამომავლოდ განვითარებას და ღვინის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. „2004 წლიდან დაკავებული ვარ მევენახეობით და მოხარული ვარ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით 25 ჰა-ზე შევძელით ვენახის გაშენება. 2020 წელს კი მარნის მოწყობა გადავწყვიტეთ, სადაც აქ მოსულ სტუმრებს ჩვენი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე გავაკეთეთ რესტორანი და სასტუმრო, რათა ტურისტებისთვის მეტად კომფორტული და სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ისინი უკვე აქ დარჩენასაც შეძლებენ“, - განაცხადა მეწარმემ, ბექა ნახუცრიშვილმა. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთ მეწარმეს შევუწყოთ ხელი, რათა მეტად განვითარდეს და შეძლოს ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება. ბექა ნახუცრიშვილი „საქართველოს ბანკთან“ 2019 წლიდან პარნიორობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ახმეტაში ვენახთან ერთად, როგორც მარნის, ასევე სასტუმროსა და რესტორნის გაკეთება შეძლო. ის სამომავლოდ ახალი ჯიშის დამატებას და ექსპორტზე საკუთარი ღვინის გატანას გეგმავს. წარმატებას ვუსურვებთ ბექას, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)