07:11 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 09:51:02, 1760 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - ზაპოროჟიეს დაბომბვა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვს ბირთვული კატასტროფის არ ეშინია

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან რუსული დაბომბვა იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვს არ ეშინია ბირთვული კატასტროფის შექმნის შესაძლებლობის. ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში დაზარალდება და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი რეგიონი.

„შეტევები ადასტურებს რუსეთის მზადყოფნას გაზარდოს ბირთვული უსაფრთხოების ინციდენტის რისკი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მავნე შედეგები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ რეგიონში“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

პენტაგონის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ  ZNPP-ის გარშემო ახლა ინტენსიური ბრძოლები არ მიმდინარეობს. 

მისივე თქმით, ვაშინგტონი აკვირდება ანგარიშებს იმის შესახებ, რომ რუსები, სავარაუდოდ, აპირებდნენ ZNPP-ზე კონტროლის გადაცემას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის.

”და თუ ისინი პასუხისმგებლობით გადასცემენ კონტროლს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს შესანიშნავი იქნება”, - დასძინა მან.

ამასთან, მან განმარტა, რომ ამ დრომდე სადგურს უშუალო საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის,  მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ მოლაპარაკება გამართა როსტომის გენერალურ დირექტორთან ალექსეი ლიხაჩოვთან. 

შეხვედრა სტამბულში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს, სადგურის ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 12 დარტყმა დაფიქსირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics