|
2022-11-29 22:41:24, 1500 ნახვა
დავითულიანი - ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, უნდა უხაროდეს,მშვიდობის შენარჩუნება, ვისაც ეს აწუხებს, ისინი ვერ იტანენ, რომ მშვიდობა შენარჩუნდა
რატომ აწუხებთ ვიღაცეებს და რატომ ეხამუშებათ ყოველთვის, როდესაც მშვიდობაზე კეთდება აქცენტი, რატომ უნდათ რომ მაინც და მაინც რაღაც იყოს ცუდად, იყოს არეულობა და შფოთი, ეს მგონი სხვა ტიპის პრობლემაა, ამაზე ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ. ვისაც ეს ქვეყანა და ქალაქი უყვარს, მათ უნდა უხაროდეთ, რომ მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა, ჩვენ ეს შევძელით და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მომავალი წლის განმავლობაში. ვისაც ეს აწუხებს, ეს მეტყველებს მათ განწყობაზე, რომ კი, ისინი ვერ იტანენ, რომ აქ მშვიდობა შენარჩუნდა - ამის შესახებ „უმრავლეობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, „მშვიდობის ქალაქი“ ძალიან აქტუალური და სწორი სლოგანია, იმიტომ, რომ ამ გამოწვევების, უსაფრთხოების რისკის ასეთი ზრდის პირობებში, რუსეთის აგრესიული თავდასხმის პირობებში უკრაინისადმი, მშვიდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მშვიდობის წერტილი, თბილისი მშვიდობის ქალაქი, რომელიც კარს უხსნის პირველ რიგში უკრაინიდან დევნილებს და მერე ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ ჩამოდის, რომ მშვიდობიან გარემოში შეხვდეს ახალ წელს. „ჩემი აზრით, „მშვიდობის ქალაქი“ არის ძალიან აქტუალური და სწორი სლოგანი, იმიტომ, რომ ამ გამოწვევების, უსაფრთხოების რისკის ასეთი ზრდის პირობებში, რუსეთის აგრესიული თავდასხმის პირობებში უკრაინისადმი, მშვიდობის შენარჩუნება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის მშვიდობის წერტილი, თბილისი არის მშვიდობის ქალაქი, რომელიც კარს უხსნის პირველ რიგში უკრაინიდან დევნილებს და მერე ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია და ვინც აქ ჩამოდის იმისთვის, რომ შეხვდეს ახალ წელს მშვიდობიან გარემოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შინაარსობრივი თვალსაზრისით და დატვირთვით, ასევე ტურისტების მოზიდვის კუთხითაც, იმიტომ, რომ თბილისი ახალ წელს იქნება ძალიან კარგად განათებული, იქნება მშვიდობიანი ქალაქი. იმედი მაქვს და თან ეს არის სურვილი, რომ ჩვენ მთელი მომავალი წელი მშვიდობით გავაგრძელოთ ამ ქვეყნის და ქალაქის შენება და შევძლოთ იმ ეკონომიკური მაჩვენებლების გაზრდა, რომელიც დღეს გვაქვს. ეს რატომ აწუხებთ ვიღაცეებს და რატომ ეხამუშებათ ყოველთვის, როდესაც მშვიდობაზე კეთდება აქცენტი და რატომ უნდათ რომ მაინც და მაინც რაღაც იყოს ცუდად, იყოს არეულობა და შფოთი, ეს მგონი სხვა ტიპის პრობლემაა, ამაზე ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ. ვისაც ეს ქვეყანა და ქალაქი უყვარს, მათ უნდა უხაროდეთ, რომ მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდა, ჩვენ ეს შევძელით და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ვისაც ეს აწუხებს, ეს მეტყველებს მათ განწყობაზე, რომ კი, ისინი ვერ იტანენ, რომ აქ მშვიდობა შენარჩუნდა. მაშინ ახსნან, რატომ აწუხებთ ეს საკითხი, რომ დღეს თბილისი მშვიდობის ქალაქია და რატომ არ უხარიათ“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)