02:46 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 13:53:19, 1551 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - გამოვდივარ ინიციატივით, რომ ყველა სამინისტროში დაინერგოს სისტემური სტაჟირების პროგრამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე კულტურის მხარდაჭერასა და ახალ სტაჟირების პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში სტაჟირებით მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები.

„გრძელდება კულტურის მიზნობრივი მხარდაჭერა. ჩვენ არაერთი პროექტი და პროგრამა შევიმუშავეთ. ასევე, გავზარდეთ არსებული პროგრამების დაფინანსება. გაისად ბიუჯეტი იზრდება. ის 40%-ით მეტი იქნება ვიდრე 2022 წელს და 25 მლნ ლარზე  მეტს შეადგენს. დარწმუნებული ვარ, არც ერთი კულტურის მუშაკი არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე. 

გამოვდივარ ინიციატივით და მინდა მოვუწოდო თითოეულ  მინისტრს და თითოეულ სამინისტროს, რომ დავნერგოთ სისტემური სტაჟირების პროგრამა. ძალიან მალე უნდა უზრუნველვყოთ შესაბამისი კონკურსების გამოცხადება, რომელიც ყველა ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამინისტროებში მიიღოს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარები. 1-ლი იანვრიდან უნდა შევძლოთ ამ პროგრამის სრული დატვირთვით ამოქმედება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics