|
2022-11-29 13:52:48, 1826 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - 2023 წელს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში 150 მლნ. ლარის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
2023 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება ექვსივე მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ, დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ განახლდება ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა და უკვე შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება აღნიშნული პროექტები. ,, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ერთის მხრივ იყოს ხარისხიანი და ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ყველა დონეზე ვუმასპინძლოთ და გავმართოთ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. მომდევნო წელს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატს და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი და ქალაქი შესაბამისად მოემზადოს აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისთვის. იწყება სარაგბო სტადიონების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე ერთ-ერთი პროექტი რომელიც მომდევნო წელს განხორციელდება იქნება ჭადრაკის სასახლის მშენებლობა" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ფიფას სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი. დასკვნით ეტაპზეა პროექტირების სამუშაოები ქობულეთში ახალი სასპორტო კომპლექსის მშენებლობისთვის. ასევე, ხელვაჩაურში და ქედაში აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)