02:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 10:26:03, 891 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე „RAW Wine Berlin" ქართული მცირე მარნების ღვინოები იყო წარმოდგენილი

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე „RAW Wine", ქართული ქვევრის ღვინის 18 მარანმა წარადგინა საკუთარი ღვინოები. ეს იყო ,,RAW Wine Berlin"- ზე ქართული ქვევრის ღვინის ყველაზე მასშტაბური წარდგენა, რაც მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის და პოტენციური იმპორტიორების მოძიების მიმართულებით, რაც, შედეგად, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა.

„RAW Wine"  (The Artisan Wine Fair) ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ღვინის ცნობილი ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.  

„ძალიან მიყვარს საქართველო და ქართული ღვინო. გამოფენაზე წარმოდგენილია 18 ქართველი მეღვინე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც არაჩვეულებრივ ღვინოებს აწარმოებენ ტრადიციული მეთოდით ქვევრში, ქარვისფერ ღვინოებს, საფერავს და ა.შ. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის ხილვა, თუ როგორ გაიზარდა ხარისხი და რაოდენობა. აქ არიან ახალგაზრდა მეღვინეები, რომლებიც მცირე წარმოებით იწყებენ და მუდმივად ვითარდებიან. დიდ მადლობას ვუხდი ღვინის ეროვნულ სააგენტოს ამ ღონიძიების მუდმივი მხარდაჭერისთვის. აქაურობა სავსეა სტუმრებით, ჩვენ გვყავს ვიზიტორები ნორვეგიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ინგლისიდან, ლოს-ანჯელესიდან, ნიუ იორკიდან, ყველა აქ მოსულ სტუმარს უყვარს ბერლინი და ჩემი აზრით ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რომ შეხვდნენ უამრავ დაინტერესებულ ადამიანს", - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.

ბერლინის გამოფენაზე 20-მდე ქვეყნის 160 ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.

პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა გერმანიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, 2019 წლიდან, ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი დიპლომატიური მისიების ჩართულობით, 2022 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები „RAW Wine"-ის გამოფენებში ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში და ლონდონშიც მონაწილეობდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics