|
2022-11-28 09:42:27, 1140 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს
აზერბაიჯანი სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს,- აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 27 ნოემბერს, 15:45 საათიდან 16:55 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარკეჩერის რაიონის დასახლების აშაგი შორჯას მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან წყვეტილი ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს დასახლების მიმართულებით. გარდა ამისა, 27 ნოემბერს, 11:30-დან 16:20 საათამდე, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული, კვლავ ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს აღდამში და ხოჯავენდში. "აღნიშნულ მიმართულებებზე დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადექვატური საპასუხო ზომები მიიღეს",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ნოემბრის დასაწყისში სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის სოჭში შეხვედრა გაიმართა, სადაც ლიდერებმა ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის გადაჭრაზე ისაუბრეს. გარდა ამისა, როგორც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან ურთიერთობის აღსადგენად რუსეთის წინადადება მიიღოს. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის გარდა, ალტერნატიულ ფორმატში, ევროკავშირიც შუამავლობდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდა სექტემბერში დაიწყო, როცა საზღვარზე მასშტაბური შეტაკებები მოხდა. სომხეთის ინფორმაციით, შეტაკებების დროს მათ 200-მდე სამხედრო დაკარგეს, ხოლო ბაქოს განცხადებით, მათი მხარიდან შეტაკებებს, 80 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია.
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)