14:20 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 18:11:32, 1457 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის, პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის პრემიერმინისტრებმა უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისა და დახმარების გაძლიერების შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს. 

სამი ქვეყნის პრემიერმინისტრმა განცხადებას ხელი მოაწერეს კიევში "ლუბლიანას სამკუთხედის" ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაძლიერების მნიშვნელობა. ასევე, ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში მოკავშირეების მხარდაჭერის აუცილებლობა.

ცნობისთის, "ლუბლინის სამკუთხედი" დიპლომატიური ინიციატივაა, რომელიც უკრაინას, ლიტვას და პოლონეთს აერთიანებს. ალიანსის შექმნის შესახებ დეკლარაციას ხელი მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ლუბლინში, 2020 წლის 28 ივლისს მოაწერეს.

ფორმატის ფარგლებში ვარშავა, ვილნიუსი და კიევი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics