06:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 14:16:32, 1533 ნახვა

მსოფლიო
კიევში ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ჩავიდნენ

უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ შაბათს კიევს ერთდროულად სამი ევროპული სახელმწიფოს: ბელგიის, პოლონეთისა და ლიეტუვის მთავრობის მეთაურები ესტუმრნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram-ის არხზე დაწერა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კრო მასთან მოლაპარაკებებს მართავს კიევში.

იმავდროულად, უკრაინის პრემიერ მინისტრი დენის შმიჰალი ამბობს:

"მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობ ლიეტუვისა და პოლონეთის მთავრობის მეთაურებს, ინგრიდა სიმონიტეს და მატეუშ მორავიეცკის. ლუბლინის სამკუთხედის ფორმატში განვიხილეთ აქტუალური საკითხები და გამოწვევები, ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ შეთანხმებას. განცხადება, რომელშიც ჩვენ შევთანხმდით ჩვენს რიგ პოზიციებზე“.

სხვა საკითხებთან ერთად, განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები მომხრენი არიან რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის მომხრენი არიან. 

ასეთი დოკუმენტი შესაძლოა საჭირო გახდეს, როცა საერთაშორისო საჩივრები წარიმართება და უკრაინისთვის კომპენსაციის მექანიზმი გამოჩნდება, „რომლის მოდალობები შემდგომ განხილვას ექვემდებარება“.

ცნობისთის, ცოტა ხნის წინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით რეპარაციების გადახდის მექანიზმის შექმნას მოითხოვდა. თუმცა, ეს დოკუმენტი საკონსულტაციო ხასიათისაა და მოსკოვმა მას "იურიდიულად ბათილი" უწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics