|
2022-11-23 21:46:48, 2332 ნახვა
სპორტი
ფავორიტების მორიგი ცუდი დასაწყისი: გერმანია იაპონიასთან 1-2 წააგო
კიდევ ერთი ცუდი დასაწყისი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებისთვის: გერმანიამ იაპონიასთან 1-2 წააგო, მიუხედავად მრავალი შეტევისა და ბურთის ფლობისა პირველ ტაიმში "მანშაფტი" დომინირებდა, 33-ე წუთზე ნახევარმცველმა ილკაი გუნდოგანმა პენალტი წარმატებით შეასრულა. გერმანელებმა 10 წუთზე ნაკლებ დროში ორი გოლი გაუშვეს: 75-ე წუთზე იაპონელებმა რიცუ დოანის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 83-ე წუთზე ტაკუმა ასანომ ლურჯ სამურაებს გამარჯვება და დროებითი უპირატესობა E ჯგუფში მოუტანა. . კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საუდის არაბეთმა არგენტინა 2-1 დაამარცხა. თამაში ლუსალის სტადიონზე გაიმართა. საუდის არაბეთის მხრიდან გოლები სალეჰ ალ-შეჰრიმ (48-ე წუთზე) და სალიმ ალ-დაუსარიმ (53-ე წუთზე) გაიტანეს. თამაშის მე-10 წუთზე ლიონელ მესის პირველი გოლის შემდეგ არგენტინელებმა ვითარება ვერ გამოასწორეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)