14:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 10:53:21, 1063 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში პუტინის ვიზიტისა და ОДКБ-ს სამიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

ერევანში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტის წინ, ოპოზიციური პარტია "ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც "რადიო თავისუფლების" სომხური ბიურო წერს, მსვლელობისას მონაწილეები სკანდირებდნენ „რუსეთი მტერია!“, "ОДКБ მტერია!". 

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების დროს, რუსეთმა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ სომხეთის დასახმარებლად არაფერი გააკეთეს.

ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ОДКБ-ს წევრი არამეგობრული და „სომხეთისადმი მტრულად განწყობილი“ ქვეყნების ლიდერების, ამ შემთხვევაში კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ღირსეული წინააღმდეგობა უნდა მოჰყვეს და აქციებს აანონსებენ.

ცნობისთვის, ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა სომხეთის დედაქალაქში დღეს, 23 ნოემბერს  გაიმართება. ქვეყანაში უკვე ჩავიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, სომხეთში ელოდებიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც. ყარაბაღის მეორე ომის დაწყების შემდეგ,  ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება სომხეთში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
ტრამპი - ირანიდან დაბრუნებული ამერიკული ფლოტი კუბაზე თითქმის მაშინვე კონტროლს აიღებს
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics