|
2022-11-21 15:53:13, 995 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი ეჭვობს, რომ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული განცხადება, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაწერილი არ არის
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ეჭვობს, რომ განცხადება, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაწერილი არ არის. როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, რომ სოციალურ ქსელში "პოსტები" აქვეყნოს. "მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ ცოტა ხანში. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაზე, სადაც მესამე პრეზიდენტი მის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ხაზგასმით აცხადებს, რომ არასდროს, არც ერთი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი აქვს. შეგახსენებთ, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას გუშინ, 20 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა. უწყებამ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია". დღეს ამავე საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ, რათა "ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლის საკითხზე კიდევ ერთი განცხადება დღეს „ვივამედშიც" გაკეთდა. კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ პაციენტ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევები არაერთგზის აქვს ჩატარებული.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)