|
2022-11-21 14:01:25, 791 ნახვა
საზოგადოება
ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად ADB-სთან შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა „ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ" შეთანხმებას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა. შეთანხმებით გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ, 100,190,000 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ხელმოწერამდე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა არსებული გამოწვევების ფონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)