06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 10:58:09, 941 ნახვა

საზოგადოება
მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება

მედიკამენტების რეფერენტული ფასების რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, ჩრდილოეთ მაკედონიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები მაკედონიის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაც წამლებზე რეფერენტული ფასების დადგენის კუთხით მაკედონიის გამოცდილებას გაეცნენ და შესაძლო გამოწვევებზე რეაგირების მექანიზმებზე იმსჯელეს. 

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებზე ზღვრული ფასების გამოსათვლელად, შერჩეული ჰყავს 4 რეფერენტული ქვეყანა, რომელთა შორის ერთ-ერთი მაკედონიაა. 

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებაა. 

საქართველოში, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები 2023 წლის დასაწყისიდან დაწესდება. პირველ ეტაპზე, ზედა ზღვარი, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დადგინდება, შემდეგ კი სხვა სამკურნალო საშუალებებსაც შეეხება. სამუშაო პროცესში ჩართულები არიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, რათა მედიკამენტების ფასების რეგულირების ახალი მექანიზმის დიზაინი საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის სპეციფიკის და კონტექსტის გათვალისწინებით შემუშავდეს. პროცესი, უცხოელ და ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს. 
მაკედონიაში, ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ნიკოლოზ კობახიძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მ/შ გიორგი ეთერია, პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინე ჯავახაძე, პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ჯანდაცვის სპეციალისტი ლელა სულაბერიძე, ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატო ბადაგაძე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, წამლების რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიკა ბასილაძე და მონიტორინგის დეპარტამენტის წამლის ინსპექტირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი სოსო იმედაშვილი.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics