06:26 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 10:14:43, 1032 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა. უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) იღებენ მონაწილეობას. 

შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ კუთხით რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის ერთობლივ ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელსაც საფუძველი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეყარა, ძალიან მნიშვნელოვანია. 

მინისტრებმა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე და ამ გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. ამ კუთხით ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 2023 წლიდან რუმინეთი უკვე მეორედ გახდება ნატოს საკონტაქტო საელჩო, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics