|
2022-11-17 12:38:14, 722 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიქლორირებული ბიფენილების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიქლორირებული ბიფენილების მართვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცვლილების პაკეტი პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისგან თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება და სახიფათო ზეთების გადამუშავებასა და მართვას ითვალისწინებს. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში სახიფათო ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე გაამახვილა. „მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის მიერ ცვლილებების დამტკიცებამდე, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მოსაზრებების გაცვლა ჩვენი მუშაობის სტანდარტული ფორმატია. სახელმწიფოსთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს; შესაბამისად, ტოქსიკური ნივთიერებების - ტრანსფორმატორების ზეთების ეფექტიანი მართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO), კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, კომპანიების „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)