07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-17 10:42:40, 757 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება - იტალიაში, ქალაქ მერანოს ცენტრში ქართული ქვევრი დაიდგა

ქართული ქვევრი, როგორც ღვინის ძეგლი, იტალიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, მერანოს ცენტრში დაიდგა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული ადმინისტრავია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მონუმენტის გახსნა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის ფესტივალის - მერანოს ღვინის  ფესტივალის ფარგლებში მოხდა. ღონისძიებას მერანოს მერი დარიო დალ მედიკო,  ფესტივალის დამაარსებელი ჰელმუდ კიოხერი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი დაესწრნენ.

„ქალაქ მერანოში დაიდგა ქვევრი, როგორც მონუმენტი, რომელზეც დატანილია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული  მეთოდი შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ასევე, რომ 8000 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოა ღვინის უძველესი მწარმოებელი ქვეყანა. ამ მნიშვნელობის ფესტივალზე მსგავსი აქცენტი ქართულ ღვინოზე ძალიან დასაფასებელია, ვინაიდან მერანოს ღვინის ფესტივალი უკვე 30 წელია ტარდება და ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულია", - განცხადა ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელმა დირექტორმა, თინა კეზელმა.

„ღვინის სამშობლოდ ქარული ღვინის პოზიციონირება ჩვენი ღვინის ახალი სიცოცხლის დასაწყისი გახდა. ის, რითაც ჩვენ მუდამ ვამაყობდით, ახლა გამყარებულია მეცნიერული კვლევებით, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა ღვინის სამშობლო, სადაც 8000 წლის განმავლობაში უწყვეტად ხდება ღვინის წარმოება. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღესაც ღირსეულ ადგილს ვიკავებთ მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდებით. ჩვენი აღიარება მერანოს ფესტივალზე ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. ჩვენ გვჭირდება ამ მოცემულობის მუდმივი და საინტერესო პოზიციონირება. ჩვენი ისტორიის და ჩვენი დღევანდელობის უნიკალური სინთეზი სწორად უნდა წარვადგინოთ მსოფლიო ღვინის ბაზრებზე", -  აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ.

 30 წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტების წარმომადგენლები, ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან; ათასობით სტუმარს კი, შესაძლებლობა აქვს  მონაწილეობა მიიღოს მასტერკლასებსა და დეგუსტაციებში.

წლევანდელ  ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ღვინოს და ქართველ მწარმოებლებს. წლევანდელ გამოფენაზე ორმოცამდე კომპანიის ქართული ღვინო იყო წარდგენილი, როგორც საგამოფენო სივრცეში, ისე დეგუსტაციებზე. წამყვანმა იტალიურმა არხებმა სპეციალური რეპორტაჟები მოამზადეს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ. აღინიშნა, რომ სამხრეთ ტიროლში, იტალიელმა მწარმოებელმა ქართული საფერავის წარმოება დაიწყეს.

ასოციაციის „ქართული ღვინო" აღმასრულებელი დირექტორის, თინა კეზელის განცხადებით,  ქართული მხარე მერანოს ფესტივალის ორგანიზატორებთან თანამშრომლობის გაფართოებას სამეცნიერო და საგანმანთლებლო  მიმართულებითაც გეგმავს, რაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად, ჩვენი მეცნიერებისა და  მევენახეობა-მეღვინეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვისაც ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების საფუძველი უნდა გახდეს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics