|
2022-11-16 21:09:16, 794 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას ხსნის
გიორგი ჩალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას ხსნის. "საჭიროა ერთად დასხდომა და საუბარი. ეს საქმე უნდა დაწყებულიყო გასულ წელს, 3 ოქტომბერს. პრეზიდენტი სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო. შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა არის მეორეხარისხოვანი. დღეს ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, შეხვედრებზე ვიყავი და სამწუხაროდ, ვერ შევძელი მასთან პირადად საუბარი. საჭიროა, დასხდნენ ერთად. მინდა, ვთქვა, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, უნდა იყოს ფართო კონსენსუსი. ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. ძალიან მომწონს და ვიღებ ამ ნათქვამს ისე, როგორც არის ზუსტად ის, რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ქვეყნის ერთგული ხალხის სურვილი. იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ლევან ხაბეიშვილმა წარადგინა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)