|
2022-11-16 18:55:05, 839 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ვარჰეის განცხადებები მოწმობს, რომ ევროკომისრისგან მთავრობის საქმიანობა დადებითად ფასდება
ვარჰეის განცხადებები მოწმობს, რომ ევროკომისრისგან მთავრობის საქმიანობა დადებითად ფასდება. - ამის შესახსბ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გასაკვირი არ არის ოპოზიციის უკმაყოფილება, მათ სწყინთ, რაც ქვეყნისთვის სასიკეთოა. „მისი განცხადებები, როგორიც არ უნდა იყოს ამ განცხადების წაკითხვის ან ინტერპრეტაციის მეთოდი, ცალსახად მოწმობს, რომ ევროკომისრის მიერ დადებითად ფასდება მთავრობის საქმიანობა, ის პროცესი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას და „ქართულ ოცნებას“ მიჰყავს პარლამენტში. ქართველი ხალხის მრავალი საუკუნის წინ გაკეთებული რეალური არჩევანი, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ამ დიდ ოჯახში ჩვენი ღირსეული ადგილი გვეკუთვნის – ამ გზაზე პროცესი, რაც ჩვენს ხელისუფლებას მიყავს, ევროკომისრის მიერ დადებითად შეფასდა“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღო.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)