23:31 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 17:51:38, 1813 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - მოვითხოვთ, შევიდნენ უკრაინის თავდაცვისა და სახელმწიფო საზღვრის თანამშრომლები აფეთქების ადგილას

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შევიდნენ უკრაინის თავდაცვისა და სახელმწიფო საზღვრის თანამშრომლები აფეთქების ადგილას. - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა პარტნიორებისგან ელოდება ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ აფეთქება უკრაინის თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია.

"უკრაინა მოითხოვს დაუყოვნებლივ შევიდნენ უკრაინის თავდაცვისა და სახელმწიფო საზღვრის თანამშრომლები აფეთქების ადგილას....
ჩვენ მომხრე ვართ ერთობლივად გამოვიკვლიოთ პოლონეთში რაკეტის დაშვების ინციდენტი. ჩვენ მზად ვართ, გადმოგცეთ რუსული კვალის მტკიცებულება, რაც გვაქვს. პარტნიორებისგან ველი ინფორმაციას, რის საფუძველზეც დაიდო დასკვნა, რომ ეს არის უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics