|
2022-11-16 09:21:29, 1211 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რუსული რაკეტები პოლონეთს მოხვდა, მათი ტერორი უფრო შორსაც წავა, დროის საკითხია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს იგრძნობს რუსეთს დაუსჯელობას, მით მეტი საფრთხე ემუქრება ყველას, ვისაც რუსული რაკეტები მიუწვდება. ზელენსკიმ პოლონეთში მომხდარი აფეთქებების შეფასებისას აღნიშნა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე რაკეტების გასროლა არის რუსული სარაკეტო თავდასხმა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე. "ტერორი არ შემოიფარგლება ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით. რუსული რაკეტები მოხვდა პოლონეთს. რამდენჯერ უთქვამს უკრაინას, რომ ტერორისტული სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რუსული ტერორი უფრო შორს წავა მხოლოდ დროის საკითხია. რაც უფრო დიდხანს იგრძნობს თავს რუსეთი დაუსჯელად, მით უფრო მეტად ემუქრება საფრთხე ყველას, ვისთანაც რუსულმა რაკეტებმა შეიძლება მიაღწიონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ესკალაცია. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე მიმართა პოლონეთის მოქალაქეებს: "უკრაინა მუდამ მხარს დაგიჭერთ! თავისუფალ ხალხს ტერორი არ გაანადგურებს! გამარჯვება შესაძლებელია მაშინ, როცა შიში არ არის! მე და თქვენ ეს არ გვაქვს". ცნობისთვის, 15 ნოემბერს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. ნატოს ელჩები, 16 ნოემბერს, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)