16:23 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 08:48:09, 1258 ნახვა

მსოფლიო
მსოფლიო ლიდერებმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქებების გამო, საგანგებო შეხვედრა გამართეს

G20-ის სამიტზე შეკრებილმა მსოფლიო ლიდერებმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, საგანგებო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მას შემდეგ მოიწვია, რაც აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს, გერმანიის, კანადის, ნიდერლანდების, იაპონიის, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა.

ყველა, იაპონიის გარდა, ნატო-ს წევრია, თავდაცვის ალიანსი, რომელიც ასევე მოიცავს პოლონეთს.

გადაწყვეტილებამ, რომ მოსკოვი დამნაშავეა აფეთქებაში, შეიძლება გამოიწვიოს ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი, რომელიც ცნობილია როგორც მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება თავდასხმად ყველაზე, რაც გამოიწვევს სამხედრო პასუხს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბაიდენმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ოფიციალური პირების თქმით, უცნობია რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

ნატოს ელჩები, 16 ნოემბერს, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics