16:58 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 17:10:31, 1306 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - ისტორიის გადაწერის მცდელობები რუსეთის ფედერაციის დასუსტებას ისახავს მიზნად

ისტორიის გადაწერის მცდელობები რუსეთის ფედერაციის დასუსტებას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამას აშკარა მიზეზი გააჩნია, რაც ქვეყნის დასუსტებასა და მის სუვერენიტეტზე მოქმედებაში ვლიდნება.

„რამდენიმე სახელმწიფოს მცდელობა გადაწერონ, შეცვალონ მსოფლიო ისტორია სულ უფრო აგრესიული ხდება და, ზოგადად, აშკარა მიზანი აქვს ჩვენს საზოგადოებასთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში, მათი მიზანია ჩვენიდაყოფა, სახელმძღვანელო პრინციპების დაკარგვა, საბოლოო ჯამში - რუსეთის დასუსტება და მის სუვერენიტეტზე მოქმედება“,- განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ასეთი სცენარი, უკვე გამოსცადეს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში და რიგ სხვა სახელმწიფოებში, მაგრამ რუსეთმა დროულად და მტკიცედ დააყენა ბარიერი საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„ისტორიის დამახინჯება, მითების დანერგვა, ღირებულებების ეროზია – ბევრი თვალსაზრისით სწორედ აქედან, ამ მითებიდან იწყება სახელმწიფოებისა და ხალხების შენება.

ასეთი სცენარი, როგორც ვხედავთ, უკვე გამოსცადეს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში და რიგ სხვა სახელმწიფოებში. იგივე მცდელობები ჩვენს ქვეყანასთან, რუსეთთან მიმართებაშიც იყო, მაგრამ ჩვენ დროულად და მტკიცედ დავაყენეთ ბარიერი ჩვენი ინტერესების დასაცავად”,- დასძინა პუტინმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics