07:20 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 13:49:59, 1235 ნახვა

საზოგადოება
რუსეთის ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ერნესტ მაჭარაშვილის ემსხვერპლა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.

მაქარაშვილის ინფორმაციით, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ერნესტ მაჭარაშვილის სიცოცხლე შეეწირა.

„ბოროტებასთან ბრძოლაში მაჭარაშვილების ოჯახმა უკვე მეორე ვაჟკაცი დაკარგა.

ერთიც შეავლეთ თვალი ამ ბიჭების სახელებს:

1. დავით რატიანი - ირპენი
2. გია ბერიაშვილი - ირპენი
3. ბახვა ჩიქობავა - მარიუპოლი
4. დავით გობეჯიშვილი - ირპენი
5. დავით მენაბდიშვილი - ხარკოვი
6. ნიკოლოზ შანავა - ხარკოვი
7. არკადი კასრაძე - ლუგანსკი
8. ალიკა ცაავა - ლუგანსკი
9. ზაზა ბიწაძე - ლუგანსკი
10. ვიტალი ორბელაძე - იზიუმი
11. ტელმან (ტატო) ბიგვავა - მარიუპოლი
12. რატი შურღაია - იზიუმი
13. გიორგი გრიგოლია - ბახმუტი
14. დანიელ გერლიანი - ზაპოროჟიე
15. ალუდა ზვიადაური - სევეროდონეცკი
16. კახა გოგოლი - ლუგანსკი
17. ბერდია ჯოხაძე - ხერსონი,ნიკოლაევი
18. გელა გოგია - დონეცკი
19. კირილ შანავა - ლუგანსკი
20. ედიშერ კვარაცხელია - ბახმუტი
21. მიშა ყაფლანიშვილი(კაპლანი) - ლუგანსკი
22. ალექსანდრე მარტიაშვილი  
23. გუგა გაგნიძე
24. ლევან სახელაშვილი
25. ერნესტ მაჭარაშვილი

და კიდევ 14 ქართველი, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის მართალ ბრძოლას შეეწირა! დიდება გმირებს“,- წერს მაქარაშვილი.

ცნობისთვის, რუსების მიერ უკრაინაში წარმოებულ აგრესიულ ომს უკვე 25 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics