|
2022-11-15 11:32:12, 1166 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ 100 %-იანი გრანტის მფლობელ 4 სტუდენტს სტიპენდია გადასცა
„საქართველოს ბანკმა” ოთხ სტუდენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა. შალვა წერეთელი, ნინო ჩოჩიშვილი, ანა ქარჩავა, მათე გეგუჩაძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ის სტუდენტები არიან, ვინც მაღალი შედეგები აჩვენეს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.სტიპენდიატები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის საბაკალავრო ეკონომიკური პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე სწავლობენ. „საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას. რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)