|
2022-11-14 17:33:22, 1225 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა - ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს
დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა - ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა, რომელიც საგადასახადო მიმართულებით განვახორციელეთ და რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ბიზნესს უკვე დაუბრუნდა 1,8 მილიარდი ლარი. „ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ წლის განმავლობაში დავაბრუნებდით ორ მილიარდ ლარზე მეტს. ამ სტატისტიკით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლიური დაბრუნება იქნება, დაახლოებით, 2,2 მილიარდი ლარის ფარგლებში. ეს, ძირითადად, არიან საწარმოები, რომლებიც დებენ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე, კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ საქონლისა თუ მომსახურების ექსპორტს საქართველოდან. ჩვენ თუ ავიღებთ რეფორმამდე არსებულ პერიოდს, სანამ გადავიდოდით ავტომატური დაბრუნების სისტემაზე, დღგ-ის წლიური დაბრუნება იყო, საშუალოდ, 150-180 მილიონი ლარის ფარგლებში. ასე რომ, წლევანდელი 10 თვის მონაცემები, რეფორმამდე არსებული პერიოდის 10 წლის მონაცემზეც მეტია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ძალიან წარმატებული რეფორმა საგადასახადო მიმართულებით, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგები აქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)