16:57 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 17:12:22, 1376 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდება

ევროპარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

ევროპის სახალხო პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ბალიში G20 სამიტის წინა დღეს, ჯგუფმა გამოხატა უკმაყოფილება რუსეთის ყოფნის შესახებ G20-ის ლიდერების მოლაპარაკებებში.

 „ჩვენ უფლებას ვაძლევთ ტერორისტული სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს, თანაბარი პირობებით მონაწილეობდეს მსოფლიოს მომავლის შესახებ დისკუსიაში - ეს არის ის, თუ რას ნიშნავს ლავროვის დაჯდომის უფლება G20-ის დანარჩენ ლიდერებთან ერთად. ეს მიუღებელია. ჩვენ არასდროს არ უნდა ვილაპარაკოთ ტერორისტებთან. ევროპარლამენტი ღიაა ამ საკითხთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, პლენარულ სხდომაზე  ჩვენ კენჭს ვუყრით რეზოლუციას რუსეთის ფედერაციის ტერორისტულ სახელმწიფოდ კლასიფიკაციისთვის“,- განაცხადა იუკნევიჩიენემ.

მისივე თქმით,, ევროპარლამენტი ღიად გმობს რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას  ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიება.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics