04:13 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 16:27:06, 1996 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში 2022“-ის კონფერენციაში მონაწილეობდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის კონფერენციაში – „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში 2022“ მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა პირველია, რომელმაც საქართველოში, ზრდასრულ მოქალაქეებში ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დაიწყო. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას ინგოროყვას კლინიკა 2017 წლიდან ატარებს.  

"აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება 2019 წელს დაიწყო და  დღემდე პროგრამით 42 პაციენტმა ისარგებლა. ბიუჯეტიდან ჯამში  3 415 600 ლარი გამოიყო" აღნიშნა, მინისტრის მოადგილე - ზურაბ თენიეშვილმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია უფინანსდებათ:

ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია ქ.ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს 80 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს - 100 000 ლარით.

ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია ქ.ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს 140 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს - 160 000 ლარით.

ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაცია - ქ. ბათუმში რეგისტრირებულ პაციენტებს  160 000 ლარით. ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პაციენტებს - 180 000 ლარით.

2023 წლიდან სამინისტრო ზრდის პროგრამის დაფინანსებას და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის 125 000 ლარიდან -235 000 ლარამდე გამოიყოფა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics