23:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 14:07:19, 1038 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ ქუთაისში ბიზნესების მხარდაჭერისთვის ტრენინგების სერია დაიწყო

ქუთაისში, „თიბისის“ ფილიალში (მისამართი: გრიშაშვილის #26 ) მდებარე ტრენინგ ცენტრი ტრენინგების სერიას უმასპინძლებს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე ჩატარდება. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელი პარასკევს, 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან სიახლეებს მიეძღვნა.

ტრენინგს, რომელიც  საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ჩაატარა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისი“ ბიზნესისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იმერეთის რეგიონში ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, „თიბისი“ მხარს უჭერს მათ ამ პოტენციალის აღმოჩენაში და საჭირო და აუცილებელი სიახლეების გაცნობის უზრუნველყოფაში. ჩვენ დავაარსეთ ქუთაისში ტრენინგ ცენტრი, სადაც პერმანენტულად გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრები,“ - ვეფხია ლომინაშვილი, „თიბისის“ ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით „თიბისი“ არაერთ ინიციატივას ახორციელებს საქართველოს რეგიონებში. მათ შორის, წელს „თიბისიმ“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 5 რეგიონული ფორუმი ჩაატარა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics