08:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 12:37:38, 1257 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ქუთაისში, შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდნენ

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მიქაია ქუთაისში, შრომის უსაფრთხოების მენეჯერებს შეხვდნენ. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო სფეროში არსებული ვითარება და გამოწვევები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც, კერძოდ ორ ახლად მიღებულ რეგლამენტს, რომელიც გულისხმობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს. 

ახალი რეგულაციები ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში იქნა მიღებული.

რეგლამენტი არეგულირებს შედეგ საკითხებს:

• შენობების მედეგობა და კონსტრუქციული სიმტკიცე
• სახანძრო უსაფრთხოება
• საევაკუაციო გზები და გასასვლელები
• საფრთხის შემცველი ადგილები
• ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები, ასევე, სატვირთო პლატფორმები და პანდუსებთან დაკავშირებული საკითხები
• ასევე განსაზღვრულია დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები, მათ შორის: მიკროკლიმატი, განათება, ვენტილაცია.
რეგლამენტით ასევე დადგენილია მინიმალური მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) დასაქმებულთა და ორსული ქალებისათვის. 
შეხვედრა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა და მას სხვადასხვა კერძო კომპანიის 50-მდე შრომის უსაფრთხოების მენეჯერი ესწრებოდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics