05:14 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 09:29:02, 718 ნახვა

ირაკლი ზარქუა - თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ ლიმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება

თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ ლიმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება. ვისურვებდი, ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს - ამის შესახებ უნრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. 

„ის რაც მოვისმინეთ ბატონი დევიდ ლისგან, შეგეხსენებთ, ეს არის ბრიტანეთის მოქალაქე, არც  „ქართული ოცნების“ წევრია, არც ჩვენი მხარდამჭერია, უბრალოდ საქართველოს მეგობარია და ხელმძღვანელობდა  ევროპულ ბიზნეს ასოციაციას, რომლის ამოსავალი და მთავარი ამოცანა ის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ევროპული ინვესტიცია შემოეტანა. კუბილიუსების ზემოქმედებით, ბატონი ჰარცელი, რომელიც იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩი, ძალადობდა განსხვავებული აზრის გამო და იძულებული გახადეს ეს ადამიანი, რომ გადამდგარიყო, ფაქტიურად საბოტაჟია, ეს ტრაგედიაა. ვისურვებდი, რომ ევროკავშირის ახალმა ელჩმა ამაზე კომენტარი გააკეთოს. ეს თუ დადასტურდა, რაც ბატონმა დევიდ იმ ბრძანა, ამაზე უნდა იყოს მკაცრი რეაგირება“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics