16:57 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 08:56:14, 1101 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელმა სარაკეტო შეტევა განახორციელა სირიის დიდ ავიაბაზაზე, რომელსაც რუსები იყენებდნენ

ისრაელმა სარაკეტო შეტევა განახორციელა სირიის დიდ ავიაბაზა შაირატზე, რომელსაც ირანელი და რუსული სამხედროები იყენებდნენ. ამის შესახებ Reuters სირიულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება.

აეროდრომზე თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა, იუწყება სირიული საინფორმაციო სააგენტო SANA. სამხედრო წყაროები ირწმუნებიან, რომ თავდასხმის ავიაბაზა ცოტა ხნის წინ ირანელი სამხედროების მიერ იქნა გამოყენებული.

სააგენტოს ერთ-ერთმა სამხედრო წყარომ თქვა, რომ თავდასხმების სამიზნე იყო ავიაბაზა ქალაქ ჰომსის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

უსაფრთხოების ძალების წყაროები ასევე იუწყებიან, რომ რუსეთი, რომელიც ინარჩუნებს სამხედრო ყოფნას სირიაში, ათავსებს ჯარებს შაირათის საჰაერო ბაზასთან და იყენებს ამ ობიექტს.

ადამიანის უფლებათა სირიის ცენტრმა (SOHR) წერს, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებიდან მიზანს ოთხი რაკეტა გაუშვეს.

ცნობისთვის, მოსკოვი სამხედრო ფლოტისთვის იყენებს ტარტუსში მდებარე საზღვაო ძალების ბაზას, ხოლო საჰაერო ძალების ბაზისთვის ხმეიმის აეროდრომს ლატაკიის დასახლებასთან. გარდა ამისა, რუსეთი იყენებს შაირატის აეროდრომებს ჰომსის პროვინციაში, ტიასს პალმირაში და ასევე განლაგებულია ბაზა ელ-ქამიშლის აეროდრომზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics