07:05 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 11:11:34, 1905 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - კამბოჯაში ვიღებ ევროპელი ლიდერების შეტყობინებებს, რომლებიც ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას მილოცავენ

კამბოჯაში ვიღებ ევროპელი ლიდერების შეტყობინებებს, რომელიც ხერსონის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას მილოცავენ. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრიანელები არასდროს დათმობენ საკუთარ მიწას და ბრძოლას გააგრძელებენ.

"გილოცავთ ხერსონს! თქვენ თქვით -  "ჩვენ გავიმარჯვებთ" პირველივე დღიდან. არასოდეს დანებდეთ. გმადლობთ ამ ემოციებისთვის და შთაგონებისთვის, მეგობრებო" -  ეს არის მესიჯი, რომელიც მე მივიღე აქ შორეულ კამბოჯაში ევროპელი მინისტრისგან. კიდევ რამდენიმე მსგავსი შეტყობინება მოვიდა სხვა ქვეყნების კოლეგებისგან.
სამიტზე სამუშაო დღის ნახევარი უკვე გავიდა და მე გეტყვით კულისებიდან, რომ თუნდაც ის აზიური ქვეყნები, რომლებიც საჯაროდ ამბობენ, რომ რუსეთი და უკრაინა მათი მეგობრები არიან, თუნდაც ისინი, ვინც ომს იყენებს სარგებელის მისაღებად, გაკვირვებულნი არიან უკრაინით და აღფრთოვანებულნი არიან შეიარაღებული ძალებით.
მივესალმები ხერსონს სახლში. ჩვენ არასოდეს დავთმობთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. ახლა კი, ვაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას - მეტი იარაღი შეიარაღებული ძალებისთვის, მეტი სანქციები და პრობლემები რუსეთისთვის მსოფლიო ასპარეზზე, მეტი დახმარება მსოფლიოდან უკრაინას ბრძოლაში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics