|
2022-11-11 18:35:03, 1232 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა ენმ-ზე - ცხელი შემოდგომა თვითონ დაუდგათ, ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ
გახსოვთ თქვენ, რომ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას ცხელ შემოდგომას ჰპირდებოდნენ და ცხელი შემოდგომა თვითონ დაუდგათ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ. "გახსოვთ თქვენ, რომ ქართველ ხალხსა და ჩვენს ქვეყანას ცხელ შემოდგომას ჰპირდებოდნენ და ცხელი შემოდგომა თვითონ დაუდგათ. აგერ ერთმანეთს ცხვირ-პირს ამტვრევენ. ხაბეიშვილი და მისი დაჯგუფება ცალკე იქაჩება. ეს ჩალაძე არ ვიცი, ეტყობა სხვა მიმართულებაა, უფრო ვიწრო ოჯახის, მხარდამჭერები ჰყავს მანდ. და მესამე კიდევ, ჟულიკები რომ არიან, რომლებიც ცალკე კეზერაშვილის ფულზე არიან დახარბებულები. ეს გადანაწილება ხდება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)