|
2022-11-11 17:19:13, 1159 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელის პრეზიდენტი ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატს კვირას გადასცემს
ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ქვეყნის მთავრობის ყოფილ მეთაურს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირების მანდატს 13 ნოემბერს გადასცემს. - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,ნეთანიაჰუს, როგორც ჩანს, სურს სწრაფად ჩამოაყალიბოს მთავრობა და კოალიციის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ფრაქციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოლაპარაკებები "კარგ ხასიათზე" მიმდინარეობს. 13 ნოემბრიდან ნეთანიაჰუს მთავრობის ფორმირებისთვის 28 დღე ექნება.ნეთანიაჰუმ და მისმა გუნდმა ასევე გამართეს მოლაპარაკებები მისი ბლოკის სხვა ლიდერებთან ამ კვირაში. შეგახსენებთ, რომ ისრაელში ბოლო სამ წელში ჩატარებული მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თანამდებობის დატოვებიდან 14 თვის შემდეგ, ხელისუფლებაში ბრუნდება. ნეთანიაჰუს პოლიტიკურმა ძალა "ლიკუდმა“, მისმა ულტრამემარჯვენე და რელიგიურმა მოკავშირეებმა ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს. ბენიამინ ნეთანიაჰუ არის მტკიცე მხარდამჭერი ისრაელის დასახლების მშენებლობის პროექტის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ოკუპირებულია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ. იქ დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება. ის ასევე ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში. ყოფილი პრემიერი ასევე ამჟამად სასამართლოში იმყოფება სავარაუდო მოსყიდვის, თაღლითობისა და ნდობის დარღვევისთვის - ბრალდებებს ის კატეგორიულად უარყოფს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)