|
2022-11-11 17:07:31, 1617 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან ვრცელდება. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ შეხვდნენ სამხედროებს ქალაქში შეკრებილი მოქალაქეები. შემთხვევის ადგილიდან კადრები ადგილობრივმა ჟურნალისტმა კონსტანტინე რიჟენკომ გამოაქვეყნა. ფოტოებში ჩანს, რომ ხერსონის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ზოგს თან ჰქონდა უკრაინის მხარდამჭერი სიმბოლოები. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება. "როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინული ხერსონიდან რუსული არმიის ჯარების ძირითადი დაჯგუფების გაყვანის შემდეგ, თქვენმა სარდლობამ მიგატოვათ. თქვენი მეთაურები მოგიწოდებენ, ჩაიცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და სცადოთ ხერსონიდან თავის დაღწევა. ცხადია, წარმატებას ვერ მიაღწევთ. ხერსონი უკრაინის კონტროლ ქვეშ უბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან. რუსი დამპყრობლების უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება. ყველა რუსი სამხედრო, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს, განადგურდება. თქვენ გაქვთ სიკვდილის თავიდან აცილების ერთადერთი შანსი - დაუყოვნებლივ დანებდეთ. ნებაყოფლობით ჩაბარების შემთხვევაში უკრაინა სიცოცხლისა და უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ. ჩვენ ვიცავთ ჟენევის კონვენციებს, გარანტიას ვიძლევით საკვების, სამედიცინო დახმარების და თქვენი გაცვლის შესაძლებლობის უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებში, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში არიან. უსაფრთხოდ ჩაბარებისთვის, უკრაინის სარდლობის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან ჩაბარების პირობების განხილვის შემდეგ, შეგიძლიათ დარეკოთ უკრაინის სახელმწიფო პროექტის ცხელ ხაზზე "მე მინდა ვიცხოვრო",- აღნიშნულია განცხადებაში.
მედიის ცნობით, რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის თავზე უკრაინის დროშა უნდა დამონტაჟდეს. ცნობისთვის, გუშინ, 10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. იქამდე, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)