|
2022-11-11 15:29:01, 1188 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი - ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილისა და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს
ნიკა მელიას წინააღმდეგ შეთქმულებას კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა ხელმძღვანელობს, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ყავთ ხაბეიშვილი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცადა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, დამცველები ყავს ნიკა მელიასაც და ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაპირისპირებაში იყვნენ ვანო მერაბიშვილთან. „მელიას წინააღმდეგ ამ შეთქმულებას უკვე ვიცით ვინც ხელმძღვანელობს. ეს არის კეზერაშვილის და მერაბიშვილის ერთობა, რომლის ფავორიტადაც გამოყვანილი ყავთ ხაბეიშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, მელიასაც ყავს თავისი დამცველები. ჩემი ინფორმაციით, ესენი არიან ძმები ახალაიები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ წინააღმდეგობაში და დაპირისპირებაში იყვნენ მერაბიშვილთან“ - განაცხადა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ პარტიის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)