|
2022-11-11 12:29:37, 1104 ნახვა
პოლიტიკა
„ჩემი მიზანია, უუნარო ნიკა მელია პარტიის მართვას ჩამოცილდეს“ - მუმლაძე ენმ-ს არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას წარადგენს
გიორგი მუმლაძე, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. როგორც მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი სოციალურ ქსელში წერს, მისი მიზანია, რომ "უუნარო თავმჯდომარე" ნიკა მელია და "უმოქმედო მენეჯმენტი" პარტიის მართვას ჩამოაცილოს. "ვაპირებ მონაწილეობის მიღებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში! ცვლილებების შემდეგ, პარტიის უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსი, უნდა მიემართოს რუსი ოლიგარქის "იძულების კამპანიისკენ", რითაც დავიხსნით მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ტყვეობიდან და გადავარჩენთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს! მოვითხოვ, ჩემი წარმომადგენლები, ჩართულნი იყვნენ თავმჯდომარის არჩევნების ფორმატის შემუშავებაში, რომ პროცესი იყოს სანდო, გამჭვირვალე და უზრუნველყოფდეს სამართლიან კონკურენციას! პარტიაში ჩატარდება ძირეული და არა კოსმეტიკური ხასიათის ცვლილებები. დამკვიდრდება შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი სტანდარტი. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება მონაწილეობითი და არა კულუარული! ვიწვევ ნიკა მელიას, ნებისმიერი ფორმატის საჯარო დებატებში და მზად ვარ, არგუმეტურებულად ავუხსნა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს ის თავმჯდომარე და რამდენად დიდი შესაძლებლობების მომტანია რეალური ცვლილებები ამ პარტიისთვის!",- წერს მუმლაძე. ცნობისთვის, 26 სექტემბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გიორგი მუმლაძემ "პროვოკაციის მოწყობის" მიზნით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, ასევე ის "შეიჭრა პარტიის ოფისში" და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ამის საპასუხოდ, მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ვიდეოკადრების გასაჯაროვებას ითხოვდა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)