17:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 09:15:51, 1201 ნახვა

მსოფლიო
WSJ - სამხრეთ კორეა აშშ-ს საარტილერიო ჭურვებს მიყიდის, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება

სამხრეთ კორეა პირველად მიყიდის შეერთებულ შტატებს საარტილერიო ჭურვებს უკრაინაში გასაგზავნად. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს მიწოდება ვაშინგტონსა და სეულს შორის "საიდუმლო გარიგების" ნაწილი იქნება, თუმცა არ დასახელებულა ხელშეკრულების პირობები.

გაზეთის თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში გასაგზავნ 100 000-მდე საარტილერიო ჭურვის შეძენას გეგმავს. ვაშინგტონის გათვლებით, ეს თანხა საკმარისი იქნება რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიური საომარი მოქმედებების გასატარებლად.

ოფიციალური პირების თქმით, საბრძოლო მასალის არაპირდაპირი გადაზიდვა სახელმწიფოების მეშვეობით საშუალებას აძლევს სეულს ოფიციალურად დარჩეს ვალდებულების ფარგლებში. ამავდროულად, ვაშინგტონი შეძლებს აირიდოს იარაღის საკუთარი არსენალის დახარჯვა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტში სამხრეთ კორეამ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ყველა ტრანზაქციის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. გადაწყვეტილება უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ მიიღეს.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეის მთავრობა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსიის შეზღუდვაზე შეთანხმდა.

ამასთან, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხრეთ კორეის წარმოების იარაღს შეიძენს. მისი მიწოდება კი ჩეხეთის რესპუბლიკის შუამავლობით მოხდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics