17:51 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 09:05:46, 1158 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - იმ უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ადგილებს უბრუნდება, უკვე ათეულობითაა

კარგი ამბებია სამხრეთიდან, 41 დასახლება ოკუპანტებისგან გათავისუფლდა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით,  ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით, მიღწეულია უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით.

„დღეს კარგი ახალი ამბები გვაქვს სამხრეთიდან. იმ უკრაინული დროშების რაოდენობა, რომლებიც საკუთარ ადგილებს უბრუნდება თავდაცვითი ოპერაციის მიმდინარეობისას, უკვე ათეულობითაა. გათავისუფლებულია 41 პუნქტი. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს წინსვლას. შეირაღებულ ძალებს, დაზვერვას, სპეციალურ ძალებს… ყველას. დღეს ყველა ბედნიერები ვართ, ვიხილოთ, თუ როგორ ხვდებიან ოკუპირებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილები ჩვენს მეომრებს. ახლა ბევრი, საათში ერთხელ ამოწმებს, სად მივიდნენ ჩვენი ქვედანაყოფები და სად აღიმართა სახელმწიფო დროშა. მაგრამ სიხარულთან ერთად უნდა გვახსოვდეს დღეს და ყოველთვის, თუ რას ნიშნავს ეს მოძრაობა, რომ ჩვენი თავდაცვითი ძალების ყოველი ნაბიჯი - ჩვენი მეომრების ტოლფასია. ეს არის სიცოცხლე, რომელსაც უკრაინელების თავისუფლებისთვის წირავენ. ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება, მიღწეულია რამდენიმეთვიანი ხისტი ბრძოლით. მიღწეულია მათი სიმამაცით, ტკივილით და დანაკარგით. მტერი კი არ მიდის, ეს უკრაინელები დევნიან მათ დიდი ფასის გადახდის შედეგად“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქებში 12 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა რუსი ოკუპანტებისგან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics