|
2022-11-10 13:57:50, 896 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი - „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!
ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?!, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკანონო „ქოლცენტრი“ ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე, აღნიშნული „ქოლცენტრი“ კი, გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს. "10 წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. თბილისის ცენტრში უკვე წლებია, მუშაობს „ქოლცენტრები“, სადაც დასაქმებულია ასობით ადამიანი. თურმე, მფლობელი ბატონი კეზერაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეა და მისი „ქოლცენტრები“ დედაქალაქის ცენტრში წლებია, მუშაობს? და სად არიან ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავები? ამას იდიოტსაც ვერ დააჯერებენ - თუმცა „ოცნებას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს დააჯერებს. ვერცერთი უკანონო „ქოლცენტრი“, ვერცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე. აღნიშნული „ქოლცენტრი“ კი არა ჩვენმა, არამედ გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს. ასე რომ, დიდი ალბათობით, „ქოლცენტრები“ ეკუთვნით სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?! „ოცნებასთან“ არადაახლოებული პირი საქართველოში „ქოლცენტრს“ ვერ ამუშავებს!",- ამბობს ოქრიაშვილი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)