|
2022-11-09 21:35:37, 1018 ნახვა
პოლიტიკა
მელია - ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის
ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ პარტიის არჩევნებში მონაწილეობისთვის. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც როგორც ჩანს შორსმიმავალი გეგმები აქვს. "ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ მზად ვარ, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან ჩემმა იმ კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში პირადად მონაწილეობდნენ და მათ გარდა, სულ მცირე 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფრის თაობაზე ნასაუბრები. დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც როგორც ჩანს, შორსმიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)