|
2022-11-07 16:47:29, 924 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი - საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, არასწორია
საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, რბილად რომ ვთქვათ - არასწორია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას. „ბევრი სხვა ფაქტორია, რაც განაპირობებს მაღალ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში და ეს არანაირ კავშირში არ არის მიგრაციასთან. ეს ფაქტორებია: ტურიზმის აღდგენა, თქვენ იცით, რომ გასულ წელს გვქონდა 35%-იანი აღდგენა, წელს ფაქტობრივად სახეზეა 100%-იანი აღდგენა, დაგეგმილზე სწრაფად გაიზარდა ექსპორტი. დღეს გვაქვს 37%-იანი ზრდა. გარდა ამისა, მზარდია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებაც. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც დღეს სახეზე გვაქვს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. როგორც მან აღნიშნა, ფისკალური პარამეტრების სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელ გაზრდილ რისკებთან გასამკლავებლად. „როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ გაუმჯობესებაზე, სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ შემდგომ წლებში არსებული რისკები, გარკვეულწილად, იქნას დაზღვეული. სწორედ ეს არის პასუხი სახელმწიფოსგან, რომ 9,3%-დან ფისკალური დეფიციტი მცირდება 2,8%-მდე. ვალის დონე, რომელიც აღემატებოდა 60%-ს, წელს უკვე ჩამოსცდა 40%-ს. რეზერვების მიმართულებით გვაქვს ფაქტობრივად, ისტორიული მაქსიმუმი, ასევე, ისტორიული მაქსიმუმს ველოდებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხითაც. ყველაფერი ეს, არის პასუხი იმაზე, თუ რა იქნება შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს პასუხი იმ რისკებზე, რაც შესაძლებელია იყოს. ბუნებრივია, გაურკვევლობა კვლავ ძალიან მაღალია ყველა ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში. შესაბამისად, ამ რისკებს სახელმწიფო ხვდება მომზადებული, მაქსიმალური ბუფერების შექმნით ყველა მიმართულებით, როგორც ფისკალური, ასევე, მონეტარული კუთხით. სახელმწიფომ ყველა ის დამატებითი რესურსი, რომელიც მიიღო ქვეყანამ, ამა თუ იმ მიმართულებით, გამოიყენა სწორედ ბუფერების შესაქმნელად, იმისთვის, რომ ქვეყანა მომდევნო პერიოდში დაზღვეული იყოს შესაძლო რისკებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ეს რისკები არც მატერიალიზდეს იმ მასშტაბით, რაც არის პროგნოზირებული, თუმცა, ქვეყანა მზად უნდა იყოს და სწორედ ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად კონსერვატიული 5%-იანი პროგნოზით ვგეგმავთ მომდევნო წლის ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)