14:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 14:13:44, 3574 ნახვა

საზოგადოება
თამილა ბარკალაია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლობას შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოციალური დაცვის სისტემის, მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გაუმჯობესების  შესახებ ისაუბრეს.

"საუბარი  შეეხო ასევე  საქართველოს სხვა სექტორებში მიღწეულ პროგრესს, ისეთ სფეროებს  როგორიცაა სხვა სოციალური დახმარების მექანიზმები, დასაქმება და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკა, ასევე გენდერული თანასწორობა შრომის ბაზარზე. 

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შუა აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა რეგიონში საუკეთესოდ შეფასდა.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სოციალური დახმარების ოთხი მახასიათებლიდან საქართველომ სამ ინდიკატორში საუკეთესო შედეგი აჩვენა ესენია:ეფექტურობა, მოცვადობა და ადეკვატურობა.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მხარდაჭერისთვის და იმ წვლილისთვის,  რომელიც  საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შეაქვთ, საქართველოში მდგრადი სოციალური დაცვის ჩამოყალიბების მიმართულებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics