19:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 17:45:03, 1857 ნახვა

სამართალი
პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში, ქუჩაში ქართველებს აგინებდა

პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქართველებსა და საქართველოს აგინებდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მამაკაცი საქართველოსა და ქართველების მისამართით ერთი და იგივე შეურაცხმყოფელ სიტყვებს იმეორებს, გუშინ, 5 ნოემბერს გავრცელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენი: მზად ვარ, შევისწავლო სამედიცინო დახმარების ეფექტიანობა, თანხმობის შემთხვევაში
ხოშტარია: აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, არ იდარდოთ, ვკონცენტრირდეთ რეჟიმის ჩამოშლაზე
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, დღეს, 19:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრს შეხვდებიან
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics