|
2022-11-06 16:11:30, 1263 ნახვა
პოლიტიკა
ცაგარეიშვილი ჯაფარიძე-ხოშტარია-ვაშაძეზე - ეპრანჭებიან კეზერაშვილს, ვინც უკეთესად გაეპრანჭება, ფულსაც უფრო მეტს მიიღებს
ჩემთვის აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს ეს ერთეული შემთხვევები იქნება, ორეული, სამეული, ოთხეული, ერთ თარგზე არიან ეს ადამიანები მოჭრილი და ვფიქრობ, რომ უბრალოდ სქესში თუა სხვაობა ხშირ შემთხვევაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა. „ერთი და იმავე ადამიანები ერთი და იმავე აზრებით, გაუთავებელი ჭორაობა, პოლიტიკური მუშტის მოღერება, ცხელი შემოდგომის დაპირება, სხვათა შორის, გავიდა ეს შემოდგომაც და ეტყობა 2023-ის შემოდგომას დაელოდებიან, შემდეგ 2024-ის შემოდგომა მოვა და მოვა მათი ფიასკო, რიგით მერამდენე უკვე კაცმა არ იცის“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. „არ მგონია ამ ყველაფერს რამე პერსპექტივა ჰქონდეს და თქვენ ხედავთ როგორი გაწიწმატებულია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფრით. ერთი, ეტყობა ფიქრობენ და ნერვიულობენ იმაზე, რომ მათ გარდა კიდევ შეიძლება ვინმე გამოჩნდეს ოპოზიციურ თვალსაწიერში და მეორე ის, რომ სპონსორი ერთი ჰყავთ, ყულაბა ერთია და იმ ყულაბიდან ყველა იღებს ფულს. ამიტომ, ამ თანხებისთის, ამ შავი ბუღალტერიის საწარმოებლად ერთმანეთს თავპირს ალეწავენ და ეპრანჭებიან ბატონ კეზერაშვილს. ვინ უკეთესად გაეპრანჭება იქიდან გამომდინარე, ფულსაც უფრო მეტს მიიღებს. ვაშაძეს აქვს მგონი ყველაზე კარგი პრანჭვა-გრეხვის თვისებები და შეუძლია ეს გააგრძელოს. ნარცისიზმით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც პარლამენტი ჰგონია მხოლოდ პარლამენტის ბანერი, როცა ბრიფინგს ატარებს. აქ ხომ მოდის კარგად და ბრიფინგობს ხოლმე, სადაც კი წარწერს დაინახავს საქართველოს პარლამენტი, მოიღერს ხოლმე ყელს და ნარნარი ხმით გვმოძღვრავს სრულიად საქართველოს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)