|
2022-11-06 12:10:07, 1771 ნახვა
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქში ჰესების კასკადის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადის" ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები - კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ამ ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს. ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. რომეო მიქაუტაძე ასევე გაეცნო კასკადური ტიპის მცირე სადგურების საქმიანობას და დაათვალიერა სოციალური პროექტები საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელში - სპორტული დარბაზი სოფელ კორხში და სოფელ ორჯაში წყლის სატუმბი სადგური. ამ პროექტებით 7000-ზე ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)