|
2022-11-05 12:53:07, 2023 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში ერთად არ დაუკარგავს
რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში ერთად არ დაუკარგავს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის თანამდეროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორედ ასეთივე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთის. "რუსეთის არმიამ უკვე იმდენი ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა დაკარგა, რამდენიც არ დაუკარგავს ჩეჩნეთის ორ ომში ერთად, მაგრამ რეალურ დანაკარგებს თავიანთ საზოგადოებას უმალავენ. მათ მობილიზაციაც კი დამალეს და უბრალოდ ატყუებენ ხალხს, თითქოს, სამობილიზაციო პროცესი დასრულებულია. სინამდვილეში ისინი აგრძელებენ ხალხის შეკრებას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ასევე, ჩვენს ოკუპირებულ მიწებზე, რათა ისინი სიკვდილისთვის გაიმეტონ. ეს არის თანამდეროვე რუსეთის ხელისუფლების სიჯიუტე და სიყალბე, სწორედ ასეთივე ყალბია მათი განცხადებები, თითქოს, მზად არიან მოლაპარაკებებისთის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)